logo_geo
გია ცაგარეიშვილი: ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, რომელიც ჩვენ პარტიულ ოფისთან „ნაცმოძრაობის“ ორ ბანაკად დაყოფილმა წევრებმა გაითამაშეს, ხაბეიშვილს ეყო თავხედობა და დაუწერია, ათასობით ადამიანი იყო დღეს სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოსულიო
- +

3 დეკემბერი. 2022. 21:41

 

 

„დღეს ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, რომელიც გაითამაშეს ჩვენ პარტიულ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ბანაკად დაყოფილმა წევრებმა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, გარე მოხმარებისთვის ჩატარებული აქცია იყო.

 

„საოცარი სანახაობა გაითამაშეს, როდესაც ერთ პატარა ქუჩაზე ორი მხრიდან, ერთმანეთზე მტრად წაკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვიხილეთ. ბატონ ხაბეიშვილს ეყო თავხედობა და სოციალურ ქსელებში დაუწერია, ათასობით ადამიანი იყო დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოსულიო. არადა, იმ ქუჩაზე სტუდიაში ვინც ვართ ის საზოგადოება თუ დაეტევა. ვფიქრობ, ეს უფრო გარე მოხმარებისთვის კეთდება, იმ ლობისტური კომპანიისთვის, რომელსაც 15 ათას დოლარად აქვს შეფასებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სურს, მისი ციხიდან როგორმე გამოგდება. ვფიქრობ, გარე მოხმარებისთვის ჩატარებული აქცია იყო. ვივარაუდე, რომ სადღაც, რომელიღაც ინტერნეტრესურსზე გამოჩნდებოდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით გულმხურვალე მხარდამჭერი დღეს ითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას და არც დააყოვნა თავმჯდომარეობის მოსურნე ტაკიმასხარა ადამიანის ამ ინფორმაციამ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი