logo_geo
გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები“ აქვს, კარგად ახსოვს, რომ 2007 წელს „ბუკის“ სისტემა შეიძინ
- +

11 იანვარი. 2023. 21:20

 

მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები“ აქვს, კარგად ახსოვს, რომ 2007 წელს „ბუკის“ სისტემა უკრაინელებისგან შეიძინა. დარწმუნებული ვარ, ისიც ემახსოვრება, რამდენი გადაიხადა ქართულმა სახელმწიფომ. უბრალოდ, ამას არ ამბობს, იმიტომ რომ არ აწყობს, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებს.

ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, რაც შეგვიძლია, ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ. იცით, რომ 1,5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები მივეცით მათ. რამდენიმე დღის წინ ჩავიდა ეს ტვირთი და კიდევ უამრავი ამ არის გაკეთებული. 30 ათასზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს მშვიდობიანად ამ ქვეყანაში“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

big_banner
არქივი