logo_geo
გიორგი ვოლსკი: მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ნიკა მელიას მხარემ მოახერხა და წარმოადგინა ეს ჩანაწერი, რომელშიც გიული ალასანია ფიგურირებს
- +

12 იანვარი. 2023. 14:38

 

 

„მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ნიკა მელიას მხარემ მოახერხა და წარმოადგინა ეს ჩანაწერი, რომელშიც გიული ალასანია ფიგურირებს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„გიული ალასანიას ეს აღიარებითი ჩვენება, რომლის ავთენტურობაზე არავის პრეტენზია არ გააჩნია არის ერთ-ერთი შემავსებელი რგოლი იმ ფაქტებისა, რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება, მათ შორის 2003 წლიდან მოყოლებული, თუ რა ფაქტორი იყო რუსეთი სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთვის.

 

გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში სააკაშვილს ხელი არ გაუღია იმისათვის, რომ უშიშროების საბჭოს ემსჯელა იმ საფრთხეების თაობაზე, რაც ჩვენთვის უკვე ივნისში ცნობილი იყო. სააკაშვილს აწყობა, რომ შეენარჩუნებინა ასეთი უკიდეგანო ძალაუფლება და მან ეს ძალაუფლება მიიღო. რუსეთს კიდევ აწყობდა მიეღო ის ტერიტორიები, რომლებიც მისთვის იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა - სააკაშვილი და არა საქართველო.

 

როდესაც ნიკა მელია სააკაშვილს აგინებს, აქ სერიოზული კონტრდარტყმა იყო საჭირო, ვინაიდან არჩევნები [„ნაციონალურ მოძრაობაში“]უკვე კარზეა მომდგარი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

big_banner
არქივი