logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: ან ურმას რეინსალუმ არ იცის კანონმდებლობა, რაშიც ეჭვი მეპარება, ან ეს არის პირდაპირი გალაშქრება დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობის და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ
- +

12 იანვარი. 2023. 22:00

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც მოქმედი პოლიტიკოსი ხარ და ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების გადაწყვეტილებით პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ამბობ, რომ ის უნდა გამოუშვან, ან არ იცი ზოგადად კანონმდებლობა, რაშიც ეჭვი მეპარება, ან ეს არის პირდაპირი გალაშქრება დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობის და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლიდან ლობირებს, რადიკალების ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. ესტონელი დიპლომატი Twitter-ზე წერს, რომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან საუბარში შეშფოთება გამოხატა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.

big_banner
არქივი