logo_geo
რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი საუბარი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე არის არა მხოლოდ სამართლიანობის და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა, არამედ პირდაპირი მოწოდება საქართველოში არეულობისაკენ
- +

12 იანვარი. 2023. 22:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნებისმიერი საუბარი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე არის არა მხოლოდ სამართლიანობის და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა, არამედ პირდაპირი მოწოდება საქართველოში არეულობისაკენ და მეორე ფრონტის გახსნისკენ. ასე გამოეხმაურა ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ნებისმიერი საუბარი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე არის არა მხოლოდ სამართლიანობის და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა, არამედ პირდაპირი მოწოდება საქართველოში არეულობისაკენ და მეორე ფრონტის გახსნისკენ. ამიტომ ყველას მოვუწოდებდი, სანამ მსგავსი შინაარსის მოწოდებებს გააკეთებენ, დაფიქრდნენ, რათა არ გახდნენ რადიკალური ჯგუფებისა და ომის პარტიების მონაწილეები“, - აცხადებს იონათამიშვილი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლიდან ლობირებს, რადიკალების ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. ესტონელი დიპლომატი Twitter-ზე წერს, რომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან საუბარში შეშფოთება გამოხატა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.

big_banner
არქივი