logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის საქმეზე ქართული მართლმსაჯულების განაჩენი ევროსასამართლომ დაადასტურა - თუ ასეთი მაგრები არიან, მაშინ „მაგნიტსკის სიაში“ ეს მოსამართლეებიც შეიყვანონ
- +

13 იანვარი. 2023. 10:22

 

 

ქართული მართლმსაჯულების განაჩენის გარდა, რომლის გამოც იხდის სააკაშვილი სასჯელს, ევროსასამართლომ ეს ყველაფერი დაადასტურა. მაშინ ეს მოსამართლეები შეიყვანონ ამ სიაში თუ ასეთი მაგრები არიან, - განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ე.წ. მაგნიტსკის სიაზე საუბრისას.

 

თუ ისინი არ შეიყვანენ მათ, მაშინ ეს არის ჯიბის სია და იარონ და დილა-საღამოს და იკითხონ, არავითარი მნიშვნელობა ამ სიას არ ექნება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

„კასრებიის სიის“ შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ახალ სიაზე დაიწყო მუშაობა. გაიმართა შეხვედრაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შორის. შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ სიაში ყველა ის ადამიანი შეჰყავთ, რომელმაც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი დაარღვია.

 

 

big_banner
არქივი