logo_geo
მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველა დაჯგუფება თანაბრად პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ პარტიას აქვს სერიოზული წარუმატებლობა, მათ შორის რეპუტაციული თვალსაზრისით
- +

14 იანვარი. 2023. 15:15

 

 

 

„ყველა დაჯგუფება თანაბრად პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ პარტიას [„ნაციონალური მოძრაობა“] აქვს სერიოზული წარუმატებლობა, მათ შორის რეპუტაციული თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოება დღითიდღე სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერით პასუხობს იმ შეცდომებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უშვებდა ამ წლების განმავლობაში.

 

„არ არის გამორიცხული, რომ ის ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა და რომელშიც პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აუგად მოიხსენიებს სააკაშვილს, შესაძლოა, ეს წყენაც იყოს მიზეზი და შეიძლება ბევრი სხვა ფაქტორიც არსებობდეს, მაგრამ ფაქტია, რომ იქ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ დაუგროვდათ სერიოზული უკმაყოფილება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი