logo_geo
დავით მათიკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: უნდოდათ რა არეულობა, შფოთი და დაპირისპირება, ზუსტად იგივე მიიღეს მათ საკუთარ პარტიაში
- +

14 იანვარი. 2023. 17:58

 

 

„უნდოდათ რა არეულობა, შფოთი, დაპირისპირება ზუსტად იგივე მიიღეს მათ საკუთარ პარტიაში და ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა და საზოგადოებამ ნათლად დაინახა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გიული ალასანიამ ირიბად დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა.

 

„რაც შეეხება ჩანაწერებს, ფაქტობრივად, ირიბად დადასტურებულია, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია. როდესაც რაღაცას აბრალებენ ადამიანს და მას არ სურს ამ ჩანაწერმა გაიაროს ექსპერტიზა და კანონით დადგენილი წესით დადასტურდეს, არის თუ არა ის ავთენტური, რა თქმა უნდა, აქ პასუხი აშკარაა. ირიბად ფაქტობრივად, დაადასტურა კიდეც ქალბატონმა ალასანიამ ავთენტურობა, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სცემს პასუხს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი