logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ რისთვისაც იღვწოდა და რაც უნდოდა, ქვეყანაში არეულობა და ვადამდელი არჩევნები, ის მიიღო საკუთარ პარტიაში
- +

14 იანვარი. 2023. 21:09

 

არ დამალეს, რომ მაგალითად ნიკა მელიას ჩანაწერი გამოქვეყნებული იყო მერაბიშვილის მხრიდან, გიული ალასანიას ჩანაწერზე მერე თქვეს, რომ ეს საპირისპიროდ მელიამ გამოუქვეყნა და ა.შ. თავადაც აღიარებენ უკვე, რომ მიდის ბრძოლა ჩანაწერების გამოქვეყნებით, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რისთვისაც იღვწოდა და რაც უნდოდა, ქვეყანაში არეულობა და ვადამდელი არჩევნები, ის მიიღო საკუთარ პარტიაში.

დღეს რაც ხდება ომის პარტიაში კანონზომიერია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ 2024 წლისთვის აუცილებლად მოხდება ოპოზიციაში გადახალისება, რადგან ასეთია ამომრჩევლისა და საზოგადოების ნება. „ნაციონალური მოძრაობა“ რისთვისაც იღვწოდა და რაც უნდოდა, ქვეყანაში არეულობა და ვადამდელი არჩევნები, ის მიიღო საკუთარ პარტიაში. მათ უნდოდათ დაქსაქსვა და ერთმანეთთან დაპირისპირება და ესეც მიიღო საკუთარ პარტიაში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ აღარავის სჭირდება პოლიტიკისთვის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგალითად კეზერაშვილსა და მერაბიშვილს ეს არ სჭირდებათ პოლიტიკისთვის, მათ აქვთ ფულიც, გავლენაც და სჭირდებათ სწორედ იმ ფულის უზრუნველყოფისთვის, რაც მათ უკანონოდ აქვთ მოპოვებული. მათ კი ებრძვის იქ გარკვეული დაჯგუფება, ამ შემთხვევაში მელიას სახით. არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკისთვის კი სჭირდება მელიას ეს პარტია, მაგრამ მაინც პოლიტიკისთვის სჭირდება, ხოლო ამ ოლიგარქებს სჭირდებათ ფულადი უზრუნველყოფისათვის. ამაზე მიდის დაპირისპირება და ეს მიიყვანს დასასრულამდე ამ პარტიას და ეს არის სწორედ სამართლიანობის აღდგენა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

big_banner
არქივი