logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: ვინმეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი არ აწუხებს, არამედ ის, რომ როგორმე აქ შემოიტანონ არეულობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებით
- +

14 იანვარი. 2023. 22:00

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ არ უნდა გვქონდეს კოლონიალურიდამოკიდებულება. ჩვენ, მეფის ნაცვალი იმიტომ გვინდოდა ჩაგვენაცვლებინადემოკრატიული სახელმწიფოთი, რომ პარტნიორული ურთიერთობები გვქონოდა ევროპასთან და ამერიკასთანაც. ის, რომ ამერიკის ოფიციალურმა თუ არაოფიციალურმა პირმა თქვა და ჩვენ არ შევეწინააღმდეგოთ, რადგან არ არის სწორი, ეს არის კოლონიალურიდამოკიდებულება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ უკვე აკვირდებიან ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს არის შეურაცხმყოფელი, რადგან ძალიან კარგად იციან როგორ ხდება წამყვან სახელმწიფოებში პატიმრის უფლებების დაცვა და მით უფრო საქართველოში.

მტკიცებულებებიც არსებობს, რომ სააკაშვილი საქართველოში შემოიყვანეს და ეტყობა გარკვეული გარანტიებიც მისცეს და შესაბამისად, „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ ეს არის გარკვეული აგენტურის შემადგენელი ნაწილი. იმის შემდგომ, რომ ქალბატონმა გიულიმ ახსენა, რომ მისი შვილის საქართველოში შემოსვლის საკითხზე მნიშვნელოვანია რუსების პოზიცია, ბუნებრივია, რომ აქ ორმაგი სტანდარტი კი არა, უკვე სამმაგი სტანდარტი გამოდის. როდესაც, შენ [სააკაშვილი], ვითომ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, ამ დროს არ აღიარებ არც მოქალაქე ხარ, აღიარებ რომ უკრაინის მოქალაქე ხარ, პროცესზე გამოდიხარ და არაქართული ენით მეტყველებ, ეს არის არა ორმაგი, არამედ სამმაგი სტანდარტები.

როდესაც უცხო ქვეყნიდან ასე აშკარად გვეუბნებიან, რომ სააკაშვილი მოიყვანეთ ხელისუფლებაში, რადგან ის დაიწყებს ომს, უკვე საზოგადოებას ეჭვიც აღარ ეპარება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი არ აწუხებს ვინმეს,. არამედ ის, რომ როგორმე აქ შემოიტანონ არეულობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებით“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

big_banner
არქივი