logo_geo
ირაკლი კობახიძე: დღეს არსებითად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია. ეს პროცესი თუ გაგრძელდება, შეიძლება ქვეყანამ საბოლოოდ დააღწიოს თავი იმ ჩაკეტილ წრეს, რასაც პოლარიზაციას ვეძახით
- +

15 იანვარი. 2023. 20:34

 

 

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის ხარისხი შემცირდეს ქართულ პოლიტიკაში და ამ კუთხით შეიძლება სერიოზული წინსვლის მიღწევა მომავალი წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რადიკალიზმის შემცირების მთავარი გასაღები რადიკალური ოპოზიციის დასუსტებაშია.

 

„დღეს რეალურად არსებითად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია. ეს პროცესი თუ გაგრძელდება (და მე მგონია, რომ აუცილებლად გაგრძელდება), შეიძლება ქვეყანამ საბოლოოდ დააღწიოს თავი იმ ჩაკეტილ წრეს, რასაც პოლარიზაციას ვეძახით. რადიკალიზმის ხარისხის შემცირება არის მნიშვნელოვანი და ამის მთავარი გასაღები სწორედ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დასუსტებაში, რასაც ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებით არის დასუსტებული“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი