logo_geo
გიორგი ვოლსკი კასიანოვის განცხადებაზე: აუცილებელი არ არის, რომ რუსეთმა კვლავ საომარი მოქმედებებით გიპასუხოს. ამისთვის საკმარისია სერიოზული პრობლემები შეუქმნან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძევლად დარჩენილ ქართველ მოსახლეობას
- +

15 იანვარი. 2023. 23:26

 

რა სჭირდება საქართველოს, არ უნდა თქვა - ეს ლაჩრობაა. არ უნდა თქვა, რომ თუკი რუსეთს ჩვენი ჩათულობით პრობლემა შეექმნება, ჩვენ არ ვიარსებებთ - დავინგრევით, ეკონომიკურად, სოციალურად და ფიზიკურად., - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირასთან“ ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, იარაღის მიწოდება არის საომარ მოქმედებებში მონაწილეობა.

აუცილებელი არ არის, რომ რუსეთმა კვლავ საომარი მოქმედებებით გიპასუხოს. ამისთვის საკმარისია სერიოზული პრობლემები შეუქმნან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძევლად დარჩენილ ქართველ მოსახლეობას. რუსეთისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ტერიტორია - განსაკუთრებით ახლა, საომარი პერიოდის დროს. ისინი არავითარ შემთხვევაში არ არიან წამსვლელი იმაზე, რომ დათმონ, შეეშინდეთ ან უკან გადადგან ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უპირველეს ყოვლისა საქართველოს უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ“, - აცხადებს ვოლსკი.

ოფიციალური კიევი თბილისს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.

big_banner
არქივი