logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძემ და რუმინეთის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობის საკითხზე ისაუბრეს
- +

16 იანვარი. 2023. 19:32

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რეზვან როტუნდუს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები და 2023 წლის აქტივობები, ასევე რუმინეთის, როგორც ნატო-ს ახალი საკონტაქტო საელჩოს პრიორიტეტები მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და მისი მნიშვნელობა, როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ევროკავშირის ენერგო-უსაფრთხოებისთვის. შეხვედრისას მიმოიხილეს უკრაინაში არსებული რუსული აგრესია და მისი გავლენა, როგორც რეგიონის, ასევე ზოგადად გლობალურ უსაფრთხოებაზე.

big_banner
არქივი