logo_geo
ვატო შაქარიშვილი: ხაზარაძე პრემიერის დავოსში ვიზიტზე ქილიკობს, ქვეყანაში ინვესტიციები არ ხორციელდებაო. საინტერესოა, თუ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს, როგორ შეადგინა „თიბისი ბანკის“ მოგებამ 2022 წლის 11 თვეში 933.6 მლნ ლარი
- +

16 იანვარი. 2023. 20:19

 

საინტერესოა, თუ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს და შიდა თუ უცხოური ინვესტიციები არ კეთდება, როგორ შეადგინა თიბისი ბანკის მოგებამ 2022 წლის 11 თვეში 933.6 მლნ (თითქმის მილიარდი) ლარი?! ალბათ, არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც მისმა “უანგარო ქველმოქმედებამ” განაპირობა, მის მიერ შესრულებულმა ვალდებულებებმა და „ლელოს მარშალის გეგმამ”- ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილიწერს.

როგორც შაქარიშვილი წერს, ხაზარაძე და მისი ლილო (უკაცრავად ლელო) ფსევდო-პატრიოტიზმით გაჟღენთილი უნიჭო სპიკერებით მეორე ფრონტის პროექტს ემსახურებიან. ეტყობა, ომსა და არეულობაში ხედავს ეკონომიკური განვითარების გასაღებს.


მამუკა ხაზარაძე, რომლის ბიოგრაფიის უკანასკნელი ჩანაწერი - ჩავარდნილი ანაკლიის პროექტია, პრემიერის დავოსში ვიზიტზე ქილიკობს და იქვე ამბობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ ხორციელდებაო
საინტერესოა, თუ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს და შიდა თუ უცხოური ინვესტიციები არ კეთდება, როგორ შეადგინა თიბისი ბანკის მოგებამ 2022 წლის 11 თვეში 933.6მლნ (თითქმის მილიარდი) ლარი?! ალბათ, არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც მისმა “უანგარო ქველმოქმედებამ” განაპირობა, მის მიერ შესრულებულმა ვალდებულებებმა და „ლელოს მარშალის გეგმამ”. თურმე, არც „შუა დერეფნის” პერსპექტივა გამოკვეთილა და არც 2 მილიარდ ევროიანი შეთანხმება გაფორმებულა შავ ზღვაში ბოჭკოვანი სადენის პროექტისთვის… არც უძრავი ქონების ფასი გაზრდილა და არც საგარეო ვაჭრობის მოცულობა 33.5%-ით.
საქართველო, მშვიდობის პოლიტიკის შედეგად ხდება მრავალმხრივ მიმზიდველი ქვეყანა, ხორციელდება და იგეგმება ისეთი პროექტები, რომლებიც გარდა ეკონომიკური სარგებლისა, უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებსაც ქმნიან. მრავალი სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესი საქართველოში, მომავალში უნდა გახდეს მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გარანტი და პირიქით - მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი საქართველო დარჩეს საინვესტიციოდ მიმზიდველი.

ხაზარაძე და მისი ლილო(უკაცრავად ლელო) ფსევდო-პატრიოტიზმითგაჟღენთილი უნიჭო სპიკერებით მეორე ფრონტის პროექტს ემსახურებიან. ეტყობა, ომსა და არეულობაში ხედავს ეკონომიკური განვითარების გასაღებს…

P.S. ინვესტიციებში თუ გლდანის ციხეში ნაწამები ადამიანების მიერ თიბისიში აღებულ კრედიტებს გულისხმობს არ ვიცი…“- წერს ვატო შაქარიშვილიFacebook-ზე.

big_banner
არქივი