logo_geo
თეა წულუკიანი: პოლონეთის სეიმიდან არამეგობრულ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა, რეზოლუციის უკან დგას ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი მალგოჟატა გოშევსკა
- +

17 იანვარი. 2023. 14:10

 

 

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმის რეზოლუციას არამეგობრულ ჟესტად აფასებს.

 

მისივე თქმით, ამ არამეგობრულ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა, ვინაიდან რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი, სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა, რომელიც, წულიკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია.

 

ვწუხვარ, მაგრამ უნდა ჩაითვალოს, რომ პოლონეთის სეიმიდან გვაქვს არამეგობრული ჟესტი, თუმცა ამ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა და გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ ამ არამეგობრული ჟესტის შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი – ბატონი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ქალბატონი გოშევსკა. ამით ყველაფერი არის უკვე ახსნილი. ჩვენს საზოგადოებას კი ახსნა და განმარტება არ სჭირდება, ვინ არის ვანო მერაბიშვილი. პოლონურ საზოგადოებას თუ სჭირდება, ავხსნათ, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, ესეც შეგვიძლია, რომ ფაქტებით ავხსნათ, რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელს. ასევე, შეგვიძლია, მათ მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გვირგვლიანის და ძალიან ბევრ სხვა საქმეზე, სადაც ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ფიგურირებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს.

 

 

big_banner
არქივი