logo_geo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
- +

17 იანვარი. 2023. 14:42

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდს შეხვდა.

 

დავოსში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სასტუმროების და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

პრემიერ-მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს საქართველოს მდიდარი რესურსებისა და დიდი პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

 

კატარის საინვესტიციო საზოგადოება კატარის სახელმწიფო ჰოლდინგია, რომელიც შიდა და უცხოურ ინვესტიციებზეა სპეციალიზებული. ჰოლდინგი 2005 წელს დაარსდა აქტივების დივერსიფიკაციის გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით. 2021 წელს კატარის საინვესტიციო საზოგადოებას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა.  ჰოლდინგის წარმომადგენლები გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდნენ.

 

 

 

big_banner
არქივი