logo_geo
გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: მთელი ეს სისტემა აწყობილი იყო თავის გადარჩენის იმ მექანიზმზე, რაც გულისხმობდა რუსეთის მიმართ სერიოზულ დათმობებს
- +

17 იანვარი. 2023. 17:45

 

 

მთელი ეს სისტემა აწყობილი იყო თავის გადარჩენის იმ მექანიზმზე, რაც გულისხმობდა რუსეთის მიმართ სერიოზულ დათმობებს - მოლაპარაკებების ფორმატების გაუქმებას, სტრატეგიული ობიექტების გადაცემას, დანაშაულებრივი შეცდომების დაშვებას და შემდეგ - აღიარებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ამასთან, ვოლსკი გამოეხმაურა გიორგი რურუას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილი სააკაშვილს ომის დაწყებას აბრალებდა.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, დელეგაციის საშუალებით, თავად სააკაშვილი აწერს ხელს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და, სულ მცირე, ქართველი ჯარისკაცები იყვნენ დამნაშავეები საომარი მოქმედებების განვითარებაში. ამის თაობაზე მერაბიშვილი ლაპარაკობდა თუ სხვა მაღალჩინოსანი, რომელიც იმ პერიოდში სააკაშვილის გარშემო ტრიალებდა და მაღალი თანამდებობა ეკავა, ამ საკითხის გაანალიზება შეიძლება, მაგრამ ვინმეს თუ რაიმეს ეუბნებოდა მერაბიშვილი, ეს გასაკვირი არ არის. მთელი ეს სისტემა აწყობილი იყო თავის გადარჩენის იმ მექანიზმზე, რაც გულისხმობდა რუსეთის მიმართ სერიოზულ დათმობებს - მოლაპარაკებების ფორმატების გაუქმებას, სტრატეგიული ობიექტების გადაცემას, დანაშაულებრივი შეცდომების დაშვებას და შემდეგ - აღიარებას. სტრასბურგის სასამართლოში გავიმარჯვეთ და ამან ყველაფერს წერტილი დაუსვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ როგორ მტრობდა ერთმანეთს, ამაზე დასკვნას თავად საზოგადოება გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი