logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
- +

17 იანვარი. 2023. 19:48

 

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯეი კოლინზს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან საბანკო და ფინანსური მომსახურების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილა.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე საქართველოში გლობალური ბიზნესსერვისცენტრის გახსნის შესაძლებლობა. Citigroup უმსხვილესი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ფილიალები მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის, აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. კომპანიაში 210 000 ადამიანია დასაქმებული, მისი შემოსავალი კი, 2021 წლის მონაცემებით, 71 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

big_banner
არქივი