logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: ვიღაცა ცნობს „ნაცმოძრაობის“ არჩევნებს, ვიღაცა - დაგმობს, მერე შეიძლება დასჭირდეთ საერთო შეთანხმება, რომელსაც ვერ მიაღწევენ
- +

17 იანვარი. 2023. 21:55

 

 

"ჩვენ ვნახავთ, რომ ვიღაცა ცნობს ამ არჩევნებს, ვიღაცა არა. ერთმანეთს დაერევიან", - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

 

ვიღაცა გაემიჯნება, ვიღაცა დაგმობს ამ არჩევნებს და მერე შეიძლება დასჭირდეთ საერთო შეთანხმების მიღწევა, რომელსაც ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. თავმჯდომარის თანამდებობა ერთია, მსურველი კი ოთხი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

 

 

big_banner
არქივი