logo_geo
რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებზე: ეს იქნება მათი დაშლისა და ქართული პოლიტიკური სივრციდან გაქრობის თარიღი
- +

17 იანვარი. 2023. 22:25

 

 

 

„რაც უფრო მოახლოვდება შიდა პარტიული არჩევნების თარიღი, მით უფრო მეტი სიბინძურე გამოვა ამ პარტიიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ეს თარიღი ასევე სიმბოლურად იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლისა და ქართული პოლიტიკური სივრციდან გაქრობის თარიღიც“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. თავმჯდომარის თანამდებობა ერთია, მსურველი კი ოთხი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

 

 

big_banner
არქივი