logo_geo
ირაკლი ზარქუა: ჭიჭე ვაშაძეს რუსებისთვის ბინა მიუქირავებია, როცა საზოგადოებას ამუნათებ, რუსები არ შემოვუშვათო და ამ დროს მათზე ბინას აქირავებ, რა კაცი ხარ?
- +

18 იანვარი. 2023. 13:40

 

 

ჭიჭე ვაშაძეს რუსებისთვის თავისი ბინა მიუქირავებია - როცა საზოგადოებას ამუნათებ და ეუბნები, რუსები არ შემოვუშვათო და ამ დროს, მათზე ბინას აქირავებ, რა კაცი ხარ? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

ტროიკა რომ დარბის - ჭიჭე ვაშაძე, რუსეთისგან დაფინანსებული ხოშტარია და მესამე ჩახდილი. ამ ტროიკამ საქართველოს რა უნდა მისცეს? ურა, პატრიოტიზმით გამოდიან და იძახიან, რუსები არ გვინდაო, როგორ შემოუშვითო. ესენი ტურისტები არიან და გუშინ რა აღმოჩნდა? ჭიჭე ვაშაძეს რუსებისთვის თავისი ბინა მიუქირავებია. ამათი მორალი ხომ ამორალურია და ეს იცის საზოგადოებამ, ამიტომ არიან ერთპროცენტიანი. ჭიჭე ვაშაძეში ნათელაშვილის მომავალს ვხედავ - ფანჩატურში დაამთავრებს ნათელაშვილივით, იქიდან მარტო ყველას რომ ლანძღავს. ამასთან სერიოზული საუბარი შეუძლებელია. როცა საზოგადოებას ამუნათებ და ეუბნები, რუსები არ შემოვუშვათო და ამ დროს, მათზე ბინას აქირავებ, რა კაცია? გავიგეთ, პოლიტიკოსი ნულია.

 

ეთერისთვის უხერხულში ვარ, ჩემი მიდგომა ასეთი არ იყო, მაგრამ სადაც კი ამ იაფფასიან პოპულიზმს წავუსწრებ, ყველგან ასე შევალ და ვამხელ, არ გავუტარებ. ვის გავუტარო, უპრინციპო ადამიანს? - უკრაინაში სელფებს იღებდა და ფანჯრიდან ერთვებოდა. გონჩარენკოს დონის პოლიტიკოსია, მისგან არაფერი გამოვა. დებატებში შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, პოლიტიკაში ვართ და ეს მოსულა. მთავარია, სიმართლე ილაპარაკო და ამორალური არ იყო, ქვეყნის ინტერესები დაიცვა და ყალბ ნარატივზე არ უნდა იდგე. რაც ეთერში ვთქვი, ლამაზი არ იყო და ბოდიში მოვიხადე, ქართველები ვართ, ემოციურები ვართ და შეიძლება, ვიჩხუბოთ კიდეც. მთავარია, სიმართლე ილაპარაკო და ვაიპატრიოტებს ნიღაბი ჩამოხსნა. ჭიჭე ვაშაძე ყოველ ჯერზე იტყუება - საჯარო სამსახურის თანამშრომლების ხელფასები დავუთვალე. კომაროვი მაქვს დამთავრებული და თუ ჩემი არ სჯერა, კალკულატორს მივუტან. მთელი მიმართულებებია, სადაც ხელფასი დაბალია, მაგრამ როცა პოპულისტობს, მიუღებელია. იუსტიციის სახლის რეფორმას ტყუილად იწერს, ადეიშვილმა ამხილა - ჩვეულებრივი ხელმოცარული პოლიტიკოსია, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

big_banner
არქივი