logo_geo
დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს რომ ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვთ ზოგადად აგენტურასთან, ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული
- +

18 იანვარი. 2023. 15:17

 

 

ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ ძალიან აქტიური თანამშრომლობა ზოგადად აგენტურასთან, ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

მათი ქცევები, იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, ცხადია, რომ ნაკარნახევია სხვა მიზნით და ეს მიზნები კარგად ჩანს მაშინ, როდესაც მათი პოლიტიკური ძალის როგორც გუშინდელ დღეს, ისე დღევანდელობას ვაკვირდებით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

ნიკა მელია ერთადერთი არ არის რომელიც ვანო მერაბიშვილს კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს. მათ შორისაა გიორგი რურუა, რომელიც მერაბიშვილის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე საუბრობს. ეს ბრალდება აღარ უკვირთ „ქართულ ოცნებაში“, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას გუნდში კი თქვეს, რომ მათთვის უცნობია რა კონკრეტული მტკიცებულება შესაძლოა არსებობდეს, რის საფუძველზეც რურუამ მერაბიშვილი საჯაროდ დაადანაშაულა.

 

 

big_banner
არქივი