logo_geo
დავით მათიკაშვილი: საზოგადოება ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად რწმუნდება იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების, ვაშაძეების, ხოშტარიების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
- +

18 იანვარი. 2023. 16:10

 

 

„გულზე მჯიღის მრტყმელი ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი რომელიც ქვეყანას მოუწოდებდა, რომ გადაეკეტა საზღვრები და ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან არ შემოეშვა ხალხი, თუნდაც ჰუმანიტარული მიზნით, საიდანაც უმეტესობა ეთნიკურად ქართველი აღმოჩნდა, აღმოჩნდა, რომ მათ ბინები სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე აქვთ მიქირავებული“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გიორგი ვაშაძე რუსეთის მოქალაქეზე ბინას აქირავებს.

 

„საზოგადოება ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად რწმუნდება იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობის, მასთან აფილირებული პარტიების, ვაშაძეების, ხოშტარიების და ა.შ. ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.

 

 

big_banner
არქივი