logo_geo
გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: იმ პოლიტიკურ ჭაობში არიან, სადაც რაც მეტად იაქტიურებენ, მით უფრო სწრაფად ჩაიძირებიან
- +

18 იანვარი. 2023. 21:31

 

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატი არ საუბრობს, როგორ აპირებს პარტიის და პარტიიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარებას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი ნულოვანი იქნება.

არცერთი კანდიდატი არ საუბრობს როგორ აპირებს ამ პარტიის და პარტიიდან გამომდინარე ქვეყნის განვითარებას. არცერთ ასეთი რამ არ უთქვამს. შესაბამისად, ამ პარტიის მომავალი იქნება ნულოვანი. იმ პოლიტიკურ ჭაობში არიან, სადაც რაც უფრო მეტად იაქტიურებენ, მით უფრო სწრაფად ჩაიძირებიან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

big_banner
არქივი