logo_geo
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ „გაცხოველებული“ ვაჭრობა რუსეთთან
- +

18 იანვარი. 2023. 23:47

 

ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ „გაცხოველებული“ ვაჭრობა რუსეთთან,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხოლოდ 7 ქვეყანაში რუსეთთან საგარეო ვაჭრობა შემცირებული.

ევროკავშირის ქვეყნები რომ ავიღოთ მხოლოდ 7 ქვეყანაშია შემცირებული რუსეთთან საგარეო ვაჭრობა. იმპორტის მონაცემებს გეტყვით, რუსეთიდან იმპორტირება 7 ქვეყნის გარდა ყველგან გაზრდილია. მაგალითად, გერმანიაში 33%-ით არის გაზრდილი იმპორტი 2021 წელთან შედარებით, პოლონეთში - 24 %, იტალიის მონაცემები გაორმაგებულია, 100%-იანი მატებაა, საფრანგეთი 84 %, ჰოლანდია 51 %, ბელგია 78%, უნგრეთი 132%, საბერძნეთი 142 %, ესპანეთი 51 % და აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას. რაც შეეხება იმპორტს საქართველოსთან მიმართებით, არის მცირე ზრდა, ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებშია. ისტორიის სახელმძღვანელოებში ეწერა გაცხოველებული ვაჭრობა, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ „გაცხოველებული“ ვაჭრობა რუსეთთან, არის მასშტაბური მატება. რუსეთს ყოველდღიურ რეჟიმში უხდიან ასეულობით მილიონს და მილიარდები შედის რუსეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამ ფონზე, როდესაც საქართველოში არავითარი მატება არაა, პირიქით, უფრო ნაკლები მაჩვენებელია, ვიდრე სხვა ქვეყნებთან მიმართებით საგარეო ვაჭრობის კუთხით. აქედან ჩანს, რამდენად დიდია ინტერესი, რომ რაღაცნაირად შემოგვიტიონ და ამ შეტევის უკან რაც დგას, ეს საზოგადოებისთვის დღესავით ნათელია, ეს არის მეორე ფრონტის მიზანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

big_banner
არქივი