logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია რეგიონისთვის, ვფიქრობ, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია
- +

19 იანვარი. 2023. 18:34

 

 

„უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია რეგიონისთვის, რომელიც ჩვენც გვეხება - ვფიქრობ, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა. ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში. მინდა ვახსენო ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება და 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს. ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა - შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები. მინდა ვახსენო ანაკლიის პროექტი. გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას - 51% იქნება მთავრობის მფლობელობაში, 49 %-ზე კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი