logo_geo
თეა წულუკიანი მაჩალიკაშვილის საქმეზე: დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა - სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ
- +

19 იანვარი. 2023. 21:01

 

დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა - სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო, სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და სხვა იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

განაჩენი, დადგენილი წესით, გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც ევროსაბჭოში პოლიტიკური ორგანოა და იქ უკვე შედგება სამოქმედო გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები“, - განაცხადა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, თემირლან მაჩალიკაშვილისვთის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დადგინდა.

big_banner
არქივი