logo_geo
ეკა სეფაშვილი: დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის
- +

20 იანვარი. 2023. 18:11

 

„დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

„საქართველოს მიერ გეოპოლიტიკური ფუნქციის დაბრუნება, რაც გულისხმობს იმას, რომ იყოს დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომოკური თვალსაზრისით და აქ მოიაზრება როგორც ენერგეტიკული პროექტები, ასევე ციფრული პროექტები, ასევე ტვირთების გადაზიდვა და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ეს არის გეოპოლიტიკურ რუკაზე ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება“, - განაცხადა სეფაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი