logo_geo
პრეზიდენტი: მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და პირველ რიგში იმ პოლიციელის ოჯახს, რომელმაც გამოიჩინა ასეთი მამაცობა იმისთვის, რომ სხვა ადამიანი გადაერჩინა
- +

21 იანვარი. 2023. 20:19

"ვიცით, რომ ამ ტიპის ტრაგედიები დღეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია და მე იმედი მქონდა, რომ საქრთველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამისი მოწმეც გავხდით," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და პირველ რიგში იმ პოლიციელის ოჯახს, რომელმაც გამოიჩინა ასეთი მამაცობა იმისთვის, რომ სხვა ადამიანი გადაერჩინა და ეს ნამდვილად არის იმედისმომცემი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, 6 კი გარდაიცვალა.

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

big_banner
არქივი