logo_geo
ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ძალიან მიჭირს მასთან თანამშრომლების შერჩევა. არავის უნდა, ყველას ეშინია. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა - ხან მკურნალ ექიმს ეძახიან „მკვლელო“ და დასაჭერი ხართ
- +

23 იანვარი. 2023. 00:21

 

 

მე ძალიან მიჭირს მასთან სტაფის შერჩევა. არავის არ უნდა, ყველას ეშინია. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორმა, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„მე ძალიან მიჭირს მასთან სტაფის შერჩევა. არავის უნდა, ყველას ეშინია. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, ჩვენ გვეშინია, რადგან მაგალითად, ჩვენთან, ჰოლში ცხოვრობს რამდენიმე მხარდამჭერი ქალი, რომლებიც პერიოდულად ზემოთ ამოიპარებიან. ხან მკურნალ ექიმს ეძახიან „მკვლელო“ და დასაჭერი ხართ. ეს ქალბატონი თამარი შემორბის ჩემთან, სად არის დაცვა?! ვუთხარი, რა ვქნა, თამარ? უნდა გაუძლო. ეს არის ჩვენი ამ პროცესის ნაწილი. როგორი მოსასმენია, როდესაც ამ დროს სხვა პაციენტებს სინჯავ, ვიღაც ქალბატონი მორბის კივილით, გეძახის მკვლელს, დასაჭერია-დასახვრეტია. რასაც თამარი უძლებს, არ ვიცი, ამას რა ფსიქიკა ეყოფა?!“, - განაცხადა ნადირაძემ.

 

 

big_banner
არქივი