logo_geo
გიორგი გამსახურდია: თვითონ ეს პოლიტიკური ძალა ამ მანერებშია გამოწრთობილი და სხვანაირად არ ძალუძს მათ
- +

23 იანვარი. 2023. 00:35

 

 

მაგათგან [მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან] შედარებით მელია ყინწვისის ანგელოზია, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობაში ძალაუფლებისთვის მებრძოლთა შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.

 

„სადაც მერაბიშვილსა და კეზერაშვილზეა საუბარი, იქ ყოველთვის არის ჩაწერები, ინტრიგები, შანტაჟი, ძალადობის ენა და უფრო მეტი რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, რაც მელის შემთხვევაშიც ვიხილეთ - იგივე ივნისის მოვლენები, არჩევნების შემდგომი პერიოდი, მაგრამ სალაპარაკოდ შეიძლება უფრო კომფორტული იყოს. მაგრამ თვითონ ეს პოლიტიკური ძალა ამ მანერებშია გამოწრთობილი და სხვანაირად არ ძალუძს მათ, ნებისმიერი მენეჯმენტის შემთხვევაში“, - აღნიშნა გამსახურდიამ.

 

 

big_banner
არქივი