logo_geo
ირაკლი კობახიძე: ტინი კოქსს პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევას ვულოცავ. მას პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს
- +

23 იანვარი. 2023. 20:58

 

ტინი კოქს მინდა მივულოცო ხელმეორედ არჩევა პრეზიდენტის პოსტზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჩვენი პოზიცია იყო მისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ კენჭისყრის დროს. მას უკავია ყოველთვის ძალიან პრინციპული და სწორი პოზიციები ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც არის დაკავშირებული მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე - რატომ არ დაუჭირეს მხარი მეორე კანდიდატს, ალექსანდრ მერეჟკოს, კობახიძემ უპასუხა:

მიზეზი იყო ორი. ერთი ის, რომ ერთგვარად დაირღვა პრაქტიკა, რომელიც იყო ჩამოყალიბებული წლების მანძილზე საპარლამენტო ასამბლეაში, განმეორებით ხდება ხოლმე პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევა ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე - ეს ერთი და მეორე ალტერნატიული კანდიდატი იყო მხარდამჭერი იმ რეზოლუციისა, რომელშიც გაკეთდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ჩანაწერები მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა ორი მიზეზი რატომაც არ დავუჭირეთ მხარი ალტერნატიულ კანდიდატურას“.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი.

big_banner
არქივი