logo_geo
ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ის აღარ არის რეკეტისა და შანტაჟის ინსტრუმენტი მოსახლეობის წინააღმდეგ
- +

23 იანვარი. 2023. 21:19

 

ყველამ იცის რომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში, თუ მანამდე მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად პოლიტიკური სისტემის, სააკაშვილ-ადეიშვილის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იყო, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლიდან სასამართლო სისტემა პოლიტიკური კონტროლისგან განთავისუფლდა.

2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, პოლიტიკური კონტროლისგან და წინა პრაქტიკისგან განსხვავებით ის აღარ არის რეკეტისა და შანტაჟის ინსტრუმენტი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთო სურათი და ასეთ პირობებში არის გარკვეული მცდელობა, რომ აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე. მთავარია, ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ეს არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ხალხის ძალა“ კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებს. მოძრაობის წევრები მორიგ განცხადებას აქვეყნებენ და წერენ, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა „იუესეიდის“ კანონის უზენაესობის პროექტით ცდილობს ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას. ვრცელი წერილი „იუესეიდის“ კანონის უზენაესობის პროექტის - „პროლოგის“ ხელმძღვანელის მოადგილის, ინგა თოდრიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შეფასებით იწყება და სასამართლო რეფორმაზე საუბრით გრძელდება. ციტატა წერილიდან: „პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს“.

big_banner
არქივი