logo_geo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ რესურსს ფლობს, რომ ქვეყანა დაანგრიოს
- +

24 იანვარი. 2023. 10:41

 

 

გიორგი ვოლსკის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ პარტიის წევრები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან თუ ვინ ფლობს უფრო მეტ რესურსს ქვეყნის დანგრევისთვის.

 

მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში პრაქტიკულად იშლება. დაპირისპირების ხარისხთან ერთად, თვითონ დაპირისპირების შინაარსი საკმაოდ ნიშანდობლივია - ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ რესურსს ფლობს, რომ ქვეყანა დაანგრიოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. პოლიტიკური ჯგუფის ნაცვლად ჩამოყალიბდა რევოლუციონერების რაღაც გაუგებარი კონგლომერატი, რომელიც არცერთი ნიშნით არ არის პოლიტიკური პარტია“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

 

 

big_banner
არქივი