logo_geo
რატი იონათამიშვილი: 24 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია თანამედროვე სამყაროსთვის, 25 თებერვალი კი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. ძალიან უხერხულია, როდესაც ასეთ თარიღებს პირადი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის იყენებ
- +

24 იანვარი. 2023. 11:05

 

 

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს აქციას აანონსებენ. შეკრების მოტივები, მათი განმარტებით, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა და უკრაინისადმი სოლიდარობაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეროვნულ მუხტს ვერ გააღვივებენ პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებიც სიყალბით არის გაჯერებული.

 

„24 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი თანამედროვე სამყაროსთვის, 25 თებერვალი კი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია. ძალიან უხერხულია, როდესაც ასეთ თარიღებს პირადი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის იყენებ. როდესაც ამას კადრულობენ ადამიანები, ვინც რუსულ რუბლებთან ამხანაგობენ, ეს კიდევ უფრო მეტად უხერხულია და, დარწმუნებული ვარ, ამაზე ჩვენს საზოგადოებას შესაბამისი პასუხი ექნება“, - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

 

 

big_banner
არქივი