logo_geo
ირაკლი კობახიძე: საქართველო ყველა თემაზე თავის მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს
- +

24 იანვარი. 2023. 12:13

 

 

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართება დებატები რეზოლუციაზე, რომლის პროექტშიც საუბარია საქართველოზე. კერძოდ, 2008 წლის ომზე და იმაზე, რომ ქვეყნის 2 განუყოფელი ნაწილი დღემდე ოკუპირებულია.

 

ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე ცვლილება მოამზადა იმისთვის, რომ ტექსტი უფრო მეტად გაძლიერებულიყო და გზავნილები უფრო მკაფიო ყოფილიყო.

 

„საქართველო აქტიურად იქნება ჩართული სამიტის მუშაობაში. უმაღლეს დონეზე იქნება ჩვენი წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, სამიტზე ყველა აქტუალური საკითხი განიხილება, რაც უკავშირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველო დააფიქსირებს თავის მკაფიო პოზიციას ყველა თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი