logo_geo
არჩილ თალაკვაძე: რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შევიდა ცვლილება და ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევაა
- +

24 იანვარი. 2023. 14:41

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა განიხილა ჩვენი დელეგაციის მიერ ინიცირებული ცვლილება, შედეგად რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შევიდა ცვლილება, პირველივე პარაგრაფს დაემატა ტექსტი საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

 

„რეზოლუცია გადის უკვე პლენარული სესიის სხდომაზე და კენჭისყრის შედეგად საბოლოო ვერსია დამტკიცდება, მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩვენს მიერ ინიცირებულ ამ ცვლილებას.

 

ეს სამიტი ეძღვნება და მიმართულია ევროპის კონსოლიდაციისკენ, ევროპის გაერთიანებისკენ იმ გამოწვევებთან მიმართებით, რომელიც დღეს არსებობს კონტინენტზე. შესაბამისად, საქართველოს საკითხის მაღლა წამოწევა დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი პარტნიორებთან ერთად, რომ საქართველოსთან დაკავშირებული თემები ყოფილიყო მაქსიმალურად ასახული რეზოლუციის ტექსტში, ეს პროექტი გავა დასამტკიცებლად პლენარულ სესიაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი