logo_geo
არჩილ თალაკვაძე: თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პარტიის უკანონო დაფინანსებაზე. ეს კანონის დარღვევის ნიშნებს შეიცავს
- +

24 იანვარი. 2023. 15:05

 

 

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტომობილის გარშემო აწეულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დადასტურდა, რომ პარტია უკანონო ფულით ფინანსდება.

 

„ეს არ არის პირველი განცხადება და ფაქტი, როდესაც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პარტიის უკანონო დაფინანსებაზე, არალეგალურ ფულზე. რა თქმა უნდა, ეს შეიცავს კანონის დარღვევის ნიშნებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვამბობდით - რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სავარაუდოდ უკანონო ფულით ფინანსდებოდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი