logo_geo
ირაკლი კობახიძე: საზოგადოების წინაშე ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ არავის მივცეთ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევის საშუალება
- +

24 იანვარი. 2023. 16:11

 

 

გასული წლის 24 თებერვლიდან, ამ ადამიანებმა არაერთხელ სცადეს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი – ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალება არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, ამის საბოლოო მიზანი კი არის მეორე ფრონტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთი მიზანია ვითარების არევა, ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რაც მათი საბოლოო მიზანია. ბუნებრივია, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის დარღვევის საშუალება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი