logo_geo
გიორგი ვოლსკი: რატომ გაკეთდა ისე, რომ რუსეთი დარჩა ყოველმხრივ მოგებული, რატომ მიიღო ამდენი დივიდენდი, სტრატეგიული ობიექტების ჩათვლით? - ეს შეკითხვები დარჩა, ბევრ კითხვას კი პასუხი გაეცა
- +

24 იანვარი. 2023. 23:25

 

რატომ გაკეთდა ისე, რომ რუსეთი დარჩა ყოველმხრივ მოგებული, მათ შორის რატომ მიიღო ამდენი დივიდენდი სტრატეგიული ობიექტების ჩათვლით. ეს შეკითხვები რჩებოდა, ბევრ შეკითხვას უკვე გაეცა პასუხი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ლევან მამალაძის სარჩელთან დაკავშირებით.

„მე არ ვიცი დღეს როგორი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ სარჩელს, მაგრამ ფაქტია, რომ პროფესიონალებს უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან მამალაძე პროკურატურისგან 2008 წლის ომში დამარცხების მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიების დაწყების შესახებ საკუთარ სარჩელზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს.

 

 

 

big_banner
არქივი