რატომ გაკეთდა ისე, რომ რუსეთი დარჩა ყოველმხრივ მოგებული, მათ შორის რატომ მიიღო ამდენი დივიდენდი სტრატეგიული ობიექტების ჩათვლით. ეს შეკითხვები რჩებოდა, ბევრ შეკითხვას უკვე გაეცა პასუხი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ლევან მამალაძის სარჩელთან დაკავშირებით.
„მე არ ვიცი დღეს როგორი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ სარჩელს, მაგრამ ფაქტია, რომ პროფესიონალებს უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ლევან მამალაძე პროკურატურისგან 2008 წლის ომში დამარცხების მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიების დაწყების შესახებ საკუთარ სარჩელზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს.