logo_geo
გურამ მაჭარაშვილი ხაბეიშვილზე: არსად შემვარდნელი არაა, ქართული ანიმაციის გაყოყოჩებულ გმირს მაგონებს, რომელიც გაიძახის - აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამ!
- +

25 იანვარი. 2023. 15:44

 

 

 

ხაბეიშვილი ძალიან დიდი წარმატებით ახერხებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ, თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის და ამისთვის „შევარდნებზეც“ არ დაიხევს უკან.

 

მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეს პარტია გარდაუვალ დაშლამდე მიჰყავს.

 

ხაბეიშვილმა თავად გამოაცხადა: „მე ვარ მერაბიშვილი-კეზერაშვილისა და ამ გვარ-სახელით გავიმარჯვებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში“. საზოგადოებამ კარგად იცის მერაბიშვილისა და კეზერაშვილის კრიმინალური წარსული. ხაბეიშვილის ამ განცხადებით, ადვილი მისახვედრია, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა გეგმები აქვს. თავად ამბობს, რომ რევოლუცია მისი ერთადერთი მიზანია. არსად შემვარდნელი არაა, ქართული ანიმაციის გაყოყოჩებულ გმირს მაგონებს, რომელიც გაიძახის - აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამ! ამაზე ხალხს მხოლოდ ეღიმება. წარმოუდგენელია, ამაზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. თავისივე პარტიის ლიდერებიც კი ვერ აკეთებენ ხაბეიშვილზე სერიოზულად კომენტარს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი