logo_geo
ილია დარჩიაშვილი ჯონათან ჯანოგლის შეხვდა
- +

26 იანვარი. 2023. 19:50

გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ აქტიურ საპარლამენტო კავშირებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის და იმ გამოხატულ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველოს მიმართ იჩენს ბრიტანეთის პარლამენტი. ასევე, საუბარი შეეხო ინტერპარტიული ჯგუფის ვიზიტს საქართველოში.

მხარეები მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატს და მაღალი შეფასება მისცეს როგორც სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებს, ისე მის საპარლამენტო განზომილებას.

მაღალი შეფასება მიეცა ასევე საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერას მრავალმხრივ ფორმატებში.

big_banner
არქივი