logo_geo
გივი მიქანაძე ქნესეთის ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
- +

26 იანვარი. 2023. 19:51

"ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის ისრაელი - საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს, დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს არის ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრების პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მეგობრობის ჯგუფებსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე და საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ქალაქებს შორის დაძმობილების საკითხზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ზაზა ლომინაძე და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰადას მეიცადი.

big_banner
არქივი