logo_geo
დავით სონღულაშვილმა ქნესეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო გარემო მიმოიხილა
- +

26 იანვარი. 2023. 19:54

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს - ქნესეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული მზარდი დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემო მიმოიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ ისრაელის საქმიანი წრეებისა და კომპანიების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.

დავით სონღულაშვილმა დელეგაციის წევრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.

big_banner
არქივი