logo_geo
აკაკი მინაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, ტინი კოქსი პრორუსია
- +

26 იანვარი. 2023. 21:05

 

ტინი კოქსი იყო ადამიანი, რომელიც 2008 წელს მუდმივად იზიარებდა რუსეთის პოზიციას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინაშვილი საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ტინი კოქსის არჩევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტინი კოქსი უჭერდა მხარს იმ მიდგომებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციები არ უნდა გამოყენებულიყო.

მე მინდა შევახსენო ყველას, ტინი კოქსი იყო ადამიანი, რომელიც 2008 წელს მუდმივად იზიარებდა რუსეთის პოზიციას, უჭერდა მხარს იმ მიდგომებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციები არ უნდა გამოყენებულიყო”- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი.

big_banner
არქივი