logo_geo
კახა კალაძე: გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით ცვლილება მოხდეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში, შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში
- +

26 იანვარი. 2023. 21:07

 

"გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით ცვლილება მოხდეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში, შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გამოეხმაურა CS Victims-ის სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.

ეს კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ თანხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ხდება არაკანონიერი გადაწყვეტილებების მიღება და ყველაფერი მიუთითებს, რომ პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს – შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით გარკვეული ცვლილება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებიაცხადებენ, რომ „კრედიტ სუისი“ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე პოლიტიკურ შანტაჟს განაგრძობს.

big_banner
არქივი