logo_geo
რატი ბრეგაძე: თუკი ადამიანი არის მოწამლული და მისი დაცვის მხარე ამას ამტკიცებს, სრულიად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, ალოგიკურია, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე
- +

26 იანვარი. 2023. 22:54

 

იუსტიციის მინისტრმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით. რატი ბრეგაძის თქმით, ამ ინფორმაციის გახმიანებისთანავე სახელმწიფომ იმოქმედა მყისიერად და შესთავაზა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა, მსჯავრდებულმა ამაზე უარი თავად განაცხადა.

ჩვენ ვიმოქმედეთ მყისიერად. მე პირადად შევთავაზე, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მათ განაცხადეს უარი. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ და ამ ფარგლებშიც მას უნდა ჩატარებოდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა, ამაზე მან თავად განაცხადა უარი; ნიმუშებს არ აბარებს და, ამ შემთხვევაში, თუკი ადამიანი არის მოწამლული და მისი დაცვის მხარე ამას ამტკიცებს, სრულიად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, ალოგიკურია, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

big_banner
არქივი