logo_geo
დავით მათიკაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორული მხარდაჭერა მინიმალური აქვს
- +

27 იანვარი. 2023. 10:21

 

 

ელექტორული მხარდაჭერა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მინიმალური და სწორედ ეს მინიმალური ციფრები გამოხატული ამ მოცემულობაში, რაზეც ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ ვსაუბრობთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები და რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, საბოლოო ჯამში ეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება პოლიტიკური [სარბიელიდან] უნდა გაქრეს და აქეთკენაც მიდის ყველაფერი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიულ არჩევნებამდე 2 დღე რჩება, კლანებს შორის დაპირისპირება კი დღითიდღე მწვავდება. პარტიაში იმედს გამოთქვამენ, რომ უთანხმოების მიუხედავად, არჩევნების შედეგი ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იქნება. სახელისუფლო გუნდში აცხადებენ, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პროცესები ამ პარტიას პოლიტიკური სპექტრიდან გაქრობამდე მიიყვანს.

 

 

big_banner
არქივი