logo_geo
არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება - ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და უბრალოდ სირცხვილია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ
- +

27 იანვარი. 2023. 14:20

 

 

გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება - ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უბრალოდ სირცხვილია და ცინიზმია, რომ დღეს ისინი დღეს ტინი კოქსს აკრიტიკებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენად მართალს ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ტინი კოქსზე.

 

ის [ტინი კოქსი] გახლდათ სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც გამოვიდა ინიციატივით ევროპის საბჭოში, რომ რუსეთისთვის შეეჩერებინათ წევრობა. რამდენად მართალს ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და რადიკალური ოპოზიცია, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ბატონმა აკო მინაშვილმა, ამ დარბაზში მხარი დაუჭირა რეზოლუციას და საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში. გადასცეს რუსეთს სტრატეგიული ობიექტები, მოუხსნეს უვიზო რეჟიმი და გააცამტვერეს, გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება - ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უბრალოდ სირცხვილია და ცინიზმია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციის ნაწილი ტინი კოქსს პრორუსს უწოდებს და „ქართულ ოცნებას“ მისი მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

 

ტინი კოქსი, ჯამში, 175-მა დეპუტატმა აირჩია, მეორე კანდიდატს, უკრაინელ ალექსანდრ მერეჟკოს კი მხოლოდ 44 -მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

 

 

big_banner
არქივი